ჯეოზუმერი ცვლის სტანდარტულ ტონალურ სიგნალს (ზუმერს) რომელიც ისმის თქვენთან დარეკვის დროს ნებისმიერ მუსიკალური ან ხმოვანი ფრაგმენტით.
შეარჩიეთ სასურველი ჯეოზუმერი და გააგზავნეთ მისი კოდი ნომერზე 7055. ცოტა ხანში თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს თქვენი შეკვეთის შესრულებას. თქვენს მიერ შეკვეთილი ჯეოზუმერი იმოქმედებს 30 დღის განმავლობაში.
ტარიფი შეესაბამება ფასის კატეგორიას:
- 1 ლარი,
- 1.5 ლარი,
- 2 ლარი.
ჯეოზუმერით სარგებლობა შეუძლია ყველა ჯეოსელის და ლაი-ლაის აბონენტს
თუ თქვენ შეუკვეთავთ რამოდენიმე ჯეო ზუმერს, იმოქმედებს ბოლოს შეკვეთილი.
თუ გსურთ წინა ჯეო ზუმერის დაბრუნება, რომლის ვადა ჯერ კიდევ არ ამოწურულა, გააგზავნეთ მისი კოდი ნომერზე 7055. ამ შემთხვევაში სერვისი უფასოა.
თუ თქვენ აღარ გსურთ ჯეოზუმერის მომსახურების გამოყენება, გააგზავნეთ შეტყობინება ტექსტით 00000 ნომერზე 7055.